1. სისტემის ოპერატორი მუდმივად უნდა სრულყოფდეს პროექტირებისას და ქსელის მშენებლობისას გამოყენებულ ტექნოლოგიებს, აგრეთვე ოპერატიულ პროცედურებს.

2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესამცირებლად, კერძოდ:

ა) გამოიყენოს მხოლოდ დაპრესილი ან ჭანჭიკით დაჭერილი შეერთებები/გადაბმები;

ბ) არ დაუშვას მიერთების დროს ელექტროსადენების ერთმანეთზე ხელით გადაბმა;

გ) დაბალი ძაბვის ქსელში ელექტროსადენის განივკვეთი და სიგრძე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ძაბვის ვარდნა ხაზის მთელ სიგრძეზე არ აღემატებოდეს 5%-ს;

დ) უზრუნველყოს დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების შესაძლებლობის მქონე ახალი ტრანსფორმატორების შერჩევა;

ე) გამანაწილებელი ქსელი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიგრძე სატრანსფორმატორო პუნქტიდან მომხმარებლის დატვირთვის პუნქტამდე;

ვ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს ტექნიკურ-ეკონომიკურად გამართლებულ მაღალ ნომინალურ ძაბვაზე (გონივრულობის ფარგლებში);

ზ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია მოხდეს უპირატესად მოხმარებასთან ახლოს, ამასთან, სისტემის ოპერატორმა უნდა გაამკაცროს კონტროლი მომხმარებლის მხრიდან სიმძლავრის კოეფიციენტთან დაკავშირებით, წესებითა და ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულებაზე;

თ) აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მიერთების წერტილებში, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

ი) დაბალი ძაბვის ხაზები შესრულებული უნდა იყოს იზოლირებული სადენებით;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს ხაზის ტრასების გაკაფვა;

ლ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს მომხმარებელთა ჯგუფების სიახლოვეს (დატვირთვის ცენტრში) იმგვარად, რომ შესაბამისი მომხმარებლები შეძლებისდაგვარად თანაბრად იყოს დაშორებული აღნიშნული სატრანსფორმატორო პუნქტიდან;

მ) ავტომატური საკომუტაციო აპარატურა სასურველია განთავსდეს 1 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების განშტოების შემთხვევაში;

ნ) დანაკარგების სტრუქტურული დაყოფა და ანალიზი  უნდა ხორციელდებოდეს აღრიცხვის სისტემებისა და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;

ო) სხვა ღონისძიებები, რომელთაც სისტემის ოპერატორი მიზანშეწონილად მიიჩნევ