1. სისტემის ოპერატორმა დაგეგმვის თანამედროვე და ეფექტური საშუალებების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ოპერირების ეფექტურობისა და საიმედოობის დონის ამაღლება.

2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დანერგოს თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების პროგრამა/პროგრამები გამანაწილებელი ქსელის კვლევების კომპიუტერული მოდელირებისა და ოპტიმიზაციისათვის. კომპიუტერული მოდელირების პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს სისტემის დაგეგმვის მოთხოვნებს და უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები (მოდულები):

ა) ნაკადგანაწილების ანალიზი;

ბ) კონდენსატორების (რეაქტიული კომპენსაციის მოწყობილობების) განთავსების მოდელირება და ოპტიმიზაცია;

გ) მოკლე შერთვის დენების ანალიზი;

დ) ძაბვის რეგულირების ანალიზი;

ე) ძრავული გაშვებისას  ძაბვის ვარდნის ანალიზი;

ვ) ფიდერების დინამიური ოპტიმიზაცია, დატვირთვის გადართვის სიმულირებით. აღნიშნული ფუნქციის საშუალებით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ოპერატიული გადაწყვეტილებებისა და ავარიული შემთხვევების ანალიზი;

ზ) მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება;

თ) ქსელში ჰარმონიკებისა და ძაბვის სხვა მახასიათებლების ანალიზი.

3. სისტემის ოპერატორი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას თავისი ქსელის ყველა ელემენტის ტექნიკური მახასიათებლის შესახებ, მათ შორის, საპასპორტო-საქარხნო ან შესაბამისი აქტით დადასტურებულ ფაქტობრივ მონაცემებზე, ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდზე და სხ