1. ხუთწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 5 კალენდარული წლისთვის შეიმუშავებს სისტემის ოპერატორი. აღნიშნული პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებას (მხოლოდ ქსელის წესებით და წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში).
2. სისტემის ოპერატორმა ხუთწლიანი გეგმის პროექტის მომზადებისას 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმები უნდა განსაზღვროს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების ათწლიანი გეგმის, სხვა სტრატეგიული გეგმებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების ეკონომიკურობის გათვალისწინებით.
3. განაწილების თითოეული ლიცენზიატი ხუთწლიანი გეგმის პროექტს არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისისა უგზავნის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს განსახილველად ამავე ვადაში ინფორმაციის სახით წარუდგენს კომისიას. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიღებიდან არაუგვიანეს მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისა შეისწავლოს ხუთწლიანი გეგმის შესაბამისობა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმასთან (მხოლოდ 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმის ნაწილში) და მიაწოდოს კომისიას მისი დასაბუთებული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით.
4. კომისია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის დასაბუთებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ იწყებს ხუთწლიანი გეგმის პროექტის შესწავლას, მართავს კონსულტაციებსა და საჯარო განხილვებს, რის შედეგადაც, არაუგვიანეს ორი თვის ვადაში:
ა) ითანხმებს სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილ ხუთწლიან გეგმის პროექტს; ან
ბ) გადაწყვეტილებით განსაზღვრავს გეგმის პროექტის ხარვეზებს, უბრუნებს მას სისტემის ოპერატორს შესაბამისი შენიშვნებით და კორექტირებული გეგმის წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს არაუმეტეს ერთი თვის ვადას.
5. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორს კომისიამ დაუბრუნა ხუთწლიანი გეგმის პროექტი კორექტირებისათვის, იგი ვალდებულია არაუგვიანეს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახლებული ხუთწლიანი გეგმის პროექტი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წარმოადგინოს კომისიაში, რომელსაც კომისია მისი გადაწყვეტილებით ითანხმებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში.
6. ხუთწლიან გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
7. გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან სისტემის ოპერატორები. ხუთწლიანი გეგმის შესრულების კონტროლს ახორციელებს კომისია.
8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს და ყოველი სატარიფო რეგულირების დაწყების წინ კომისიას წინასწარ შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის სატარიფო რეგულირების პერიოდზე გათვლილი საინვესტიციო გეგმები (პროექტები). აღნიშნული საინვესტიციო გეგმების შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება წესებით„ ქსელის წესებითა და „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილებით.
9. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესრულების შესახებ ინფორმაცია. მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიწყოს კონსულტაციები კომისიასთან და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები (საჭიროების შემთხვევაში