1. სისტემის ოპერატორის მიერ ხორციელდება გამანაწილებელი ქსელის განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვა, მათ შორის, ყველა საჭირო კვლევა და შეფასება. ამ მიზნით სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს ხუთწლიან გეგმას, რომელიც ამ თავით დადგენილი პროცედურებით შესათანხმებლად წარედგინება კომისიას.

2. ხუთწლიანი გეგმა მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პირველი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების გეგმის შესახებ. ხუთწლიანი გეგმის ბოლო ორი წელი (მე-4 და მე-5) მოიცავს ზოგად ინფორმაციას სისტემის ოპერატორის გეგმების შესახებ ცალკეული მიზნების შესასრულებლად და ატარებს ინდიკატურ ხასიათს.

3. ხუთწლიანი გეგმა  შეიცავს:

ა) ინფორმაციას სისტემის ოპერატორის ქსელში ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის (დატვირთვის), გატარებისა და მიწოდების შესახებ;

ბ) გონივრულ პროგნოზებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების შესახებ, რომელიც განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან სათანადო კოორდინაციით;

გ) ინფორმაციას იმ გამანაწილებელი ქსელის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში;

დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი პროექტების შესახებ (კომისიასთან შესათანხმებელი/შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები), რომლებიც უნდა განხორციელდეს არაუმეტეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში;

ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაციის შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და სხვა ინფორმაციების გათვალისწინებით);

ვ) ინფორმაციას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების შესახებ, კვების ცენტრების მიხედვით);

ზ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელთან ინტეგრაციის მიზნებისათვის  ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობისა და მისი გაძლიერების შესახებ;

თ) ინფორმაციას მომსახურების ხარისხის (მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტროენერგიის ხარისხის), აგრეთვე რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ელექტროენერგიის დანაკარგების კუთხით არსებული პრობლემებისა და სათანადო გეგმების შესახებ, აღნიშნული პრობლემების გამოსწორებისათვის;

ი) ინფორმაციას ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორების განთავსების ადგილმდებარეობის შესახებ;

კ) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასთან ან ახალი მიერთების წერტილების მოწყობასთან დაკავშირებულ გეგმებს;

ლ) ხარჯსარგებლიანობის (ტექნიკურ-ეკონომიკურ) ანალიზს.

4. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები (გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა, ქვესადგურებში დამატებითი სატრანსფორმატორო სიმძლავრეების შექმნა და ა.შ.) ხორციელდება სისტემის ოპერატორის მიერ.

5. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის  გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებისა და მაძიებლებისგან შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას გადაცემისა და სხვა სისტემის ოპერატორებთან.

6. 1 კვ-ზე მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა და აგრეთვე სისტემის ოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ხუთწლიანი გეგმების მომზადების საკითხებში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემების მიწოდებას.

7. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული პროექტები განახორციელოს კონკრეტული მოსარგებლეების ან მაძიებლებისთვის რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების დაკისრების გარეშე.

8. გამანაწილებელი ქსელის განვითარების კვლევებში გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმილი ღონისძიებების (აქტივების შექმნა, ექსპლუატაცია და სხვა) დანახარჯების ანალიზი. ანალიზის დროს გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შესაბამისობაში უნდა იყოს „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილების მოთხოვნებთან.

9. გამანაწილებელი ქსელის გასაფართოებლად შესაბამისი სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია დაგეგმილი სამუშაოების სიდიდესა და კომპლექსურობაზე, აგრეთვე შესაძლოა დამოკიდებული იყოს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასა და სხვადასხვა ნებართვის აღებისთვის საჭირო პროცედურებზე/დროზე. ხუთწლიანი გეგმა უნდა მომზადდეს ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინები