1.  სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საპროგნოზო მონაცემები გამანაწილებელი ქსელის მოსარგებლეებისგან.

2. წინამდებარე წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია  გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს მოხმარების საპროგნოზო მონაცემები.

3. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება:

ა) სისტემის ოპერატორებზე;

ბ) გამანაწილებელ ქსელში ჩართულ მოსარგებლეებზე, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 1000 კვტ-ს.

4. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის თვალსაზრისით არსებობს სამი სახის გათიშვის ტიპი:

ა) მოკლევადიანი გეგმური გათიშვა, რომელიც მოითხოვს სულ მცირე შვიდი დღით ადრე შეთანხმებას გადამცემი სისტემის ოპერატორთან;

ბ) არაგეგმური გათიშვა, რომლის საჭიროება წარმოიშვება ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშაობის არასასურველი პირობებიდან გამომდინარე და რომელიც მოითხოვს უახლოეს პერიოდში  შეკეთებაში ჩაყენებას;

გ) იძულებითი გათიშვა, რომელიც ხორციელდება სისტემის ოპერატორის კონტროლის გარეშე და გამოწვეულია ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ავარიით ან დამცავი ავტომატიკის მოქმედებით. აღნიშნული გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, გათიშვის სავარაუდო მიზეზის მითითებით.

5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია კოორდინაცია მოახდინოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის  ოპერატორთან ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სისტემის აღდგენის პროცედურების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული გათიშვების შემდე