1. დატვირთვის მონაცემების მიწოდების, ოპერატიული დაგეგმვისა და კონტროლის განხორციელების დროს, მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე,  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის  პროგნოზები  სისტემის ოპერატორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

2.  გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების მიზნებია:

ა)  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება სისტემის ოპერატორების მიერ მიწოდებულ სი დაყრდნობით  ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს  სიმძლავრის საკმარისი რეზერვი;

ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა  მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში.

3. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის  სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, მიაწოდონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის  ოპერატორს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის.

4. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით):

ა) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სისტემის ოპერატორებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო;

ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა თითოეული სისტემის ოპერატორი ვალდებულია  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის  ოპერატორს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ:

ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება სისტემის ოპერატორებისთვის მოსალოდნელი  მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის;

ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ. მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.), სიტუაციის შესაბამისად;

ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის;

ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში;

ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში.

5.  მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს  სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები.

6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვი