1. დატვირთვის მონაცემების მიწოდება, ოპერატიული დაგეგმვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ დატვირთვის მონაცემებზე დაყრდნობით, შეადგინოს მოთხოვნის პროგნოზები გრძელვადიანი დაგეგმვის ეტაპისათვის;
ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს მოთხოვნების პროგნოზები ელექტროენერგიის მწარმოებლების, განაწილების ლიცენზიატებისა და სხვა მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
2. რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნა მოიცავს რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნას მოსარგებლის სალტეზე, მაგრამ არ მოიცავს გადამცემი ქსელის რეაქტიულ გამტარობასა და რეაქტიულ კომპენსაციას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, რის საფუძველზეც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ჯამური რეაქტიული გამტარობისა და რეაქტიული კომპენსაციის მონაცემების ანგარიშის ჩატარება.
3. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების ამოცანებია:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს სიმძლავრის საკმარისი რეზერვი;
ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში.
4. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის.
5. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით):
ა) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მოსარგებლეებს მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო.
ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა, თითოეული მოსარგებლე ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ:
ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება მოსარგებლეებისთვის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის;
ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ: მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.) სიტუაციის შესაბამისად;
ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის;
ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში;
ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში.
6. მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე მოსარგებლე ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები.
7. ერთი დღით ადრე დაგეგმვის ეტაპზე მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიერთების ნებისმიერ წერტილში მომდევნო დღეს მოთხოვნის 1 მგვტ-ით ან მეტით ცვლილების შესახებ.
8. მოსარგებლე ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვით.
9. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზების პროცესში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ა) გასული პერიოდის მონაცემები ელექტროენერგიაზე მოთხოვნების შესახებ, გადამცემი ქსელის დანაკარგების ჩათვლით;
ბ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ მოწოდებული შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია;
გ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების ზრდის პროგნოზები;
დ) მიმდინარე და გასული პერიოდის ამინდის პროგნოზი;
ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წინასწარ ცნობილი რემონტების გეგმა;
ვ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ დაგეგმილი სიმძლავრის გრაფიკები;
ზ) ელექტროენერგიის მოსალოდნელი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი;
თ) მოსარგებლეთა მიერ საჭიროების მიხედვით მიწოდებული სხვა ინფორმაცია.
10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგეტიკული სისტემის მოთხოვნების პროგნოზები უნდა მოამზადოს სათანადო მეთოდოლოგიის გამოყენები