1. დისპეტერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, პერიოდულად ან საჭიროებისამებრ ჩაატაროს გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო კვლევითი სამუშაოები, გადამცემი ქსელის ეკონომიკური, უსაფრთხო, საიმედო და სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მოამზადოს:
ა) პროგნოზი მომდევნო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გადამცემი ქსელის მუშაობის შესახებ;
ბ) გადამცემი ქსელის განვითარების პროექტების შეფასება;
გ) განმცხადებლის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის წარდგენილი პროექტების შეფასება;
დ) გადამცემი ქსელზე ან/და მოსარგებლეთა ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს დატვირთვის პროგნოზული სიდიდეებით;
ე) კვლევების შედეგად გადამცემ ქსელში ან მოსარგებლის ქსელში გამოვლენილი ნაკლოვანებების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრის ღონისძიებების განსაზღვრა;
ვ) ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში გადამცემი ქსელის მუშაობის შეფასება;
ზ) გადამცემი ქსელისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფასება გარდამავალი პროცესების დროს;
თ) გადამცემი ქსელის განვითარების გეგმები;
ი) ნებისმიერი სხვა შეფასება, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად.
2. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მიზნით ჩასატარებელ კვლევებში შეიძლება შედიოდეს:
ა) გადამცემ ქსელში დატვირთვის ნაკადგანაწილების შესწავლა;
ბ) მოკლე ჩართვის ანალიზი;
გ) სტატიკური და დინამიკური მდგრადობის შესწავლა;
დ) დამყარებული რეჟიმების შესწავლა;
ე) კვანძებში ძაბვის სიდიდეების კვლევა;
ვ) ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების კვლევა;
ზ) გადამცემი ქსელის საიმედო მუშაობასთან დაკავშირებული კვლევები;
თ) სხვა სახის კვლევები საჭიროების მიხედვი