1. დაგეგმვის პროცესში სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) საიმედოობის ტექნიკური მოთხოვნები;

ბ) ეკონომიკური და ოპერატიული მართვის, ტექმომსახურების, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საკითხები;

გ)  ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარებისა და განაწილების ობიექტებთან კოორდინაციის საკითხები;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები.

2. გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საიმედოობის, ეკონომიკურობის, გარემოს დაცვის, განვითარების პროგნოზების, სისტემათაშორისი კავშირებისა და ადგილობრივი გადამცემი ქსელის დაგეგმვის საკითხებს.

3. ამ წესებში გადამცემი ქსელის საიმედოობის შესაფასებლად გამოიყენება ორი კრიტერიუმი:

ა)    ადეკვატურობა – ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი უწყვეტად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, როგორც ქსელის ელემენტის გეგმიური, ასევე მოულოდნელი გათიშვის პირობებში.

ბ)    მდგრადობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი გაუძლოს შეშფოთებებს, როგორიცაა მოკლე ჩართვა ან  ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების მოულოდნელი გათიშვა.

4. დაგეგმვის ეს მოთხოვნები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული განვითარების სხვადასხვა სცენარებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ალბათობის  შეფასებისას.

5. გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვის დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებმა და მაძიებლებმა უნდა იხელმძღვანელონ დაგეგმვის კრიტერიუმებითა და სტანდარტებით.

6. განმცხადებლის მხრიდან მიერთების ძვირადღირებული საინჟინრო გადაწყვეტილებების შემოთავაზების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია შესთავაზოს მხარეებს გონივრული ალტერნატივა ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვით.

7. გრძელვადიანი გეგმები ყოველწლიური პერიოდულობით უნდა  გადაიხედოს.

8. დაგეგმვის პროცესი უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან:

ა) მონაცემების შეგროვება;

ბ) მონაცემების დამუშავება;

გ) მოდელირება;

დ) ნაკლოვანების აღმოფხვრის ან შემცირების ოპტიმალური გეგმის შემუშავება;

ე) გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმის  მომზადება.

9. დაგეგმვის პროცესი უნდა მოიცავდეს:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობას წლის სეზონების მიხედვით;

ბ) მოკლევადიან პერიოდში ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის დეტალურ შესწავლას;

გ) გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგეტიკული სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის მოთხოვნებს.

10. დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფასებით. პოტენციური რისკების გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს რისკების დეტალური ანალიზი, მისი აღმოფხვრის ან შემცირების მიზნით.

11. ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვის მოკლევადიანი პერიოდი განისაზღვრება 1-დან 5 წლამდე, ხოლო გრძელვადიანი 5-დან 10 წლამდე პერიოდით.

12. ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების გეგმა უნდა იძლეოდეს გამოვლენილი რისკების აღმოფხვრის ან/და შემცირების შესაძლებლობა