1. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, საჭიროების მიხედვით მიაწოდოს თითოეულ მოსარგებლეს ინფორმაცია თავისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნომენკლატურისა და ნუმერაციისა სისტემის შესახებ. მოსარგებლე ვალდებულია, გამოიყენოს აღნიშნული ნუმერაციის სისტემა თავის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან მიმართებაში.

2. ის მხარე, რომელიც ახორციელებს ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს საკუთარ ობიექტზე მკაფიო და არაორაზროვანი ფირნიშების არსებობა, ობიექტისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარის  იდენტიფიკაციის მიზნით.

3. ელექტრომოწყობილობა-დანადგარის თითოეული კომპონენტის ნუმერაცია ნაჩვენები უნდა იყოს ობიექტის ელექტრულ სქემაზ