1. მოსარგებლე ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთებული მის მფლობელობაში არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები აღჭურვოს შესაბამისი რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებით.

2. ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის სქემებსა და პარამეტრებს ითანხმებს და მათი მუშაობის დანაყენებს ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

3. რელეური დაცვის სქემებმა უნდა უზრუნველყონ დაზიანებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სწრაფი და სელექტიური გამორთვა გადამცემი ქსელიდან, რომლის მოთხოვნებს ითვალისწინებს ეს წესები და მიერთების ხელშეკრულება.

4. გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებს მათი საპასპორტო მონაცემებისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად უნდა ჩაუტარდეს ტესტირება სწრაფმოქმედებისა და სელექტიურობის დადგენილი დონის უზრუნველსაყოფად.

5. ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის სწორი და წარმატებული მოქმედების  უნარი, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საიმედოობის მაჩვენებლის მიხედვით უნდა აღემატებოდეს 99%-ს.

6. რელეური დაცვისა და ავტომატიკის მეშვეობით გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ამორთვის დრო (რელეური დაცვისა და ავტომატიკის ამუშავების მიზეზის წარმოშობიდან, ამომრთველის მიერ ელექტრული რკალის ჩაქრობამდე) არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში მოცემულ მაჩვენებლებს.

ქსელის ძაბვა

გათიშვის დრო

330 კვ და უფრო მაღალი

80 მილიწამი

220 კვ

100 მილიწამი

110 კვ

120 მილიწამი

7. ალბათობა იმისა, რომ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის გათიშვას დასჭირდება ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულზე მეტი დრო, უნდა იყოს ერთ პროცენტზე (1%) ნაკლები.

8. ამომრთველის მოქმედების უარის შემთხვევაში, მოსარგებლის  ელექტრომოწყობილობა-დანადგარები და გადაცემის ლიცენზიატის გადამცემი ქსელი მიერთების წერტილებში აღჭურვილი უნდა იყოს ამომრთველის უარის რეზერვირების ავტომატიკით, რომელიც არაუმეტეს 300 მილიწამში გათიშავს სალტეზე მიერთებულ ყველა შესაბამის ამომრთველს.

9. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის მუდმივი და ცვლადი დენის წრედებში სამუშაოების ჩატარება მოსარგებლის მიერ ან მისი სახელით დაუშვებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ნებართვის გარეშე.

10. მიერთების ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად მოსარგებლის ქსელში უნდა დამონტაჟდეს ავტომატური განმეორებითი ჩართვის ელექტრომოწყობილობა.

11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) დაამონტაჟოს სასისტემო ავტომატიკა, სისტემური ავარიის თავიდან აცილების მიზნით;

ბ) განახორციელოს მომხმარებელთა გათიშვები სიხშირის და ძაბვის ზვავისებური ვარდნის თავიდან აცილების მიზნით.

12. გენერაციის ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის სისტემით, რომელიც აგზნების დაკარგვის შემთხვევაში გამორთავს შესაბამის გენერატორს.

13. სისტემური საჭიროებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის მწარმოებლისაგან მოითხოვოს ასინქრონული რეჟიმისგან დაცვის სისტემის დაყენება მათ ენერგობლოკებზე, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიერთების ხელშეკრულებაშ