1. მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ძაბვის რხევა მისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მიერთების ნებისმიერ წერტილში, დატვირთვის ცვლილების დროს არ აღემატებოდეს ძაბვის ნომინალური სიდიდის ერთ პროცენტს (1%);

ბ) მიერთების წერტილში ძაბვის ციმციმი არ უნდა აღემატებოდეს Pst=0.8 და Plt=0.6 ზღვრებს, 95%-ის სანდოობის ინტერვალით, გაზომვების ერთი კვირის განმავლობაში.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაბვის ნებისმიერი ცვალებადობა შეიძლება ნებადართული იყოს არაუმეტეს სამ პროცენტამდე (3%), იმ პირობით, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის გადამცემ ქსელს ან გადამცემ ქსელზე მიერთებულ სხვა მოსარგებლეებს