1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ისეთი რეჟიმით მუშაობა, რათა დაცული იყოს ელეტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის პარამეტრები, ამ მუხლით განსაზღვრულ დასაშვებ ფარგლებში.

2. გადამცემ ქსელში ნომინალური სიხშირე უნდა იყოს 50 ჰერცი. ამასთან, ქვემოთ მოყვანილ გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც 53.0 ჰერცზე მაღალი სიხშირე დაუშვებელია. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეინარჩუნოს სიხშირე შემდეგ ფარგლებში:

ა)    პარალელურ-სინქრონულ რეჟიმში მუშაობის პირობებში:

f=50±0.5 ჰერცი – დღე-ღამის არანაკლებ 95%-ის განმავლობაში.

ბ)    იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის პირობებში:

f=50±1 ჰერცი – დღე-ღამის არანაკლებ 95%-ის განმავლობაში.

გ) ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში:

გ.ა) 49.0-51 ჰერცი – ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე;

გ.ბ) 48.0-49.0 ჰერცი – არაუმეტეს 15 წუთისა;

გ.გ) 47.5.0-48.0 ჰერცი -არაუმეტეს 2 წუთისა;

გ.დ) 50.5-51.0 ჰერცი -არაუმეტეს 20 წუთისა;

გ.ე) სიხშირის ნომინალური მაჩვენებლიდან კვაზი მდგრადი მაქსიმალური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს  ±0.3 ჰერცს;

გ.ვ) სიხშირის მაქსიმალური დინამიური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.8 ჰერცს.

3. მოსარგებლეები ვალდებულნი არიან, მათმა ელექტრომოწყობილობა-დანადგარებმა მიერთების წერტილებში დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებ