1. მიერთების ხელშეკრულება ფორმდება განმცხადებელს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატს შორის. მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებენ გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ლიცენზიატები და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას.

2. მიერთების ხელშეკრულება უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

ა)  მხარეთა მიერ წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას;

ბ) განმცხადებლის ვალდებულებებს, მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს ამ წესებით გათვალისწინებული მონაცემები, მათ შორის:

ბ.ა) ინფორმაცია დატვირთვის ხასიათის, გრაფიკის და სხვა საპროექტო მონაცემების შესახებ (საჭიროების მიხედვით);

ბ.ბ) ელექტროსადგურის მიერთების შემთხვევაში - ელექტროსადგურის საპროექტო მონაცემები;

ბ.გ) მიერთების სქემები;

ბ.დ) მის ობიექტებსა და მიერთების წერტილში რელეური დაცვისა და ავტომატიკის სქემები.

3. მიერთების ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ობიექტის მფლობელობის, ოპერატიული მართვისა და ტექნიკური მომსახურების საკითხები.

4. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მიერთების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ყველა ტიპის მისაერთებელი ობიექტისათვის:

ა) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირებას ძაბვის კონტროლის მიზნით;

ბ) ცვალებადი/წყვეტადი დატვირთვის შესაძლებლობას;

გ) ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა სახის მომსახურებას.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნებისა, ელექტროსადგურისათვის მიერთების ხელშეკრულება ასევე უნდა მოიცავდეს:

ა) ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის პირველად რეგულირებას;

ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის მეორად რეგულირებას;

გ) ნულიდან გაშვების შესაძლებლობას;

დ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ოპერატიულ რეზერვირებას;

ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროსადგურის ავტომატური დისტანციური მართვის შესაძლებლობა