1. განმცხადებელმა, რომელსაც სურს გადამცემ ქსელთან მიერთება ან არსებული მიერთების მოდიფიკაცია, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს და გააფორმოს მიერთების ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან.
2. მიერთების წერტილში ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
3. დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიიღონ ან მიაწოდონ დადგენილი ხარისხის ელექტროენერგია მიერთების წერტილშ