1. წესებით გათვალისწინებული მითითების, განკარგულების, ინსტრუქციის გაცემა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის ამ წესებით დადგენილი ფორმებითა და საშუალებებით.

2. გადამცემ ქსელთან მიერთებამდე ან გადაცემის ლიცენზიატისათვის განაცხადის წარდგენამდე, განმცხადებლის მიერ  გადაცემის ლიცენზიატისა და შემდგომში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მიწოდებული ყველა მონაცემი კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მოსარგებლის მიერ მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მიაწოდოს მას სათანადო მონაცემები. ამ მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოთხოვნაში მითითებული მიზნებისათვის და მოსარგებლემ უნდა დაიცვას მათი კონფიდენციალურობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა