1. მოსარგებლემ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის გადამცემ ქსელზე მიერთების თითოეული წერტილი უნდა უზრუნველყოს საკომუტაციო მოწყობილობით.

2. მოსარგებლე უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს მიერთების წერტილიდან თავის მხარეზე არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარს.

3. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ფლობდეს და ექსპლუატაცია გაუწიოს გადამცემ ქსელს მიერთების წერტილის ჩათვლით.

4.  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ოპერატიულად მართოს გადამცემი ქსელი და მასზე მიერთებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი მოსარგებლესთან შეთანხმების შესაბამისად.

5. მოსარგებლე ვალდებულია, შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულება წარმოებული ან მოხმარებული სიმძლავრისა და ელექტროენერგიის მართვის უზრუნველსაყოფად.

6. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს