1.    ნომინალური სიმძლავრის კოეფიციენტის მნიშვნელობები ელექტროსადგურების ენერგობლოკების/აგრეგატებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგ საზღვრებში:

დასახელება

cosφ

თბოსადგურები

0.85-0.90

ჰიდროსადგურები

0.80-0.85

2. გენერატორს უნდა შეეძლოს, მიაწოდოს ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს სხვაგვარად არის შეთანხმებული მიერთების ხელშეკრულებაში.

3. გენერაციის ობიექტს უნდა შეეძლოს, უწყვეტად მიაწოდოს მისი ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეებზე, მე-14 მუხლით განსაზღვრული სიხშირის ფარგლებში.

4. ნორმალურ რეჟიმში გენერატორის სალტეზე მიწოდებულ აქტიური სიმძლავრის სიდიდეზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს მე-15 მუხლით განსაზღვრულ ნორმალურ პირობებში ძაბვის ცვალებადობა.

5. ამწევი ტრანსფორმატორის გადამრთველი, საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორი და გენერატორის აგზნების სისტემა უნდა დაპროექტდეს და შეირჩეს ისე, რომ გენერატორმა იმუშაოს გადამცემი ქსელის ნომინალურ ძაბვაზე და შეძლოს  რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება გენერატორის სიმძლავრის მახასიათებლი მრუდის შესაბამისად. გენერატორის რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა შეიზღუდოს მთავარი ან დამხმარე ელექტრომოწყობილობების საკონტროლო დაცვის სისტემებითა და შეუთანხმებელი ოპერატიული ჩარევით.

6. გენერატორს უნდა შეეძლოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების რეჟიმში გადასვლა მისი სიმძლავრის მახასიათებელი მრუდის მიხედვით, გადამცემ ქსელთან მუშაობის მდგრადობის შენარჩუნების გათვალისწინებით.

7. ნორმალურ პირობებში გენერატორის რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება  გენერატორის სალტეზე,  აქტიური სიმძლავრის ნომინალური სიდიდის შენარჩუნებით, უნდა უზრუნველყოფდეს ძაბვის დონის შენარჩუნებას ნომინალურიდან ± 5% ინტერვალში და გადამცემ ქსელთან მდგრადი მუშაობის შენარჩუნებას.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, წინასწარ შერჩეული ელექტროსადგურისაგან მოითხოვოს სისტემის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფა. ასეთი ელექტროსადგურები სისტემის ნულიდან გაშვებას აწარმოებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ელექტროსადგური ვალდებულია,  მოთხოვნისთანავე დაუშვას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი გაშვების პროცესის ტესტირებისა და გამოკვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

9. როცა ელექტროენერგეტიკული სისტემის სიხშირე აღწევს მე-14 მუხლში მოცემულ ზღვრებს, ყველა ენერგობლოკი/აგრეგატი უნდა დარჩეს სინქრონიზაციაში ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან მოცემული დროის განმავლობაში, რათა საშუალება მიეცეს  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გაატაროს ქმედებები მდგომარეობის გამოსასწორებლად. ენერგობლოკის/აგრეგატის მფლობელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს   სიხშირისა და ძაბვის რეგულირებაში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების ცვლილების გზით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად.

10. ენერგობლოკი/აგრეგატი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის რეგულირების სისტემით, ნორმალურ პირობებში სიმძლავრის რეგულირებით სიხშირის ცვლილების მიმართ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

11. ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულატორის დაპროექტებისას და მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტატიზმის კოეფიციენტის ცვლილება ორი პროცენტიდან (2%-დან) რვა პროცენტამდე (8%-მდე). რეგულატორის არამგრძნობელობის დიაპაზონი (ბუნებრივი და ხელოვნური) უნდა იყოს არაუმეტეს 0.05 ჰერცისა. ზემოთ მოყვანილი გადახრისა და მგრძნობელობის ინტერვალის მოთხოვნები უნდა ეხებოდეს ყველა გენერატორს. მოსარგებლეს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ  აქვს უფლება, შეცვალოს სიჩქარისა და სიხშირის რეგულატორის დანაყენები. გადამცემ ქსელში ჩართული აქტიურ რეჟიმში მომუშავე ჰიდროგენერატორის სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დატვირთვის აღება ნულიდან მაქსიმუმამდე არაუმეტეს 30 წამის განმავლობაში.

12. ელექტროსადგურის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დროს გენერატორის  სიჩქარის რეგულირების სისტემას ასევე უნდა შეეძლოს იმუშაოს 45.0 ჰც – 55,0 ჰც სიხშირის დიაპაზონში, თუ არ იზღუდება დამამზადებელის საპასპორტო პირობებით.

13. თითოეულ გენერატორს  უნდა ჰქონდეს სწრაფმოქმედი აგზნებისა და ძაბვის ავტომატური რეგულირების  სისტემები, რომლებიც ელექტროსადგურის გენერატორის სალტეზე  ფაქტიურ ძაბვას აკონტროლებენ და მუდმივად ჩართულნი არიან მოქმედებაში.

14. ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემამ დანაყენების ± 0.5% -იანი სიზუსტით უნდა უზრუნველყოს გენერატორის სტაბილური ძაბვის შენარჩუნება ამ წესების მე-15 მუხლის  შესაბამისად, ისე რომ შენარჩუნებული იყოს გენერატორის სტატიკური მდგრადობა.

15. სტატიკური აგზნების შემთვევაში, აღმგზნების ძაბვის ზედა ზღვარი მინიმუმ ორჯერ, ხოლო მოსრიალე კონტაქტების გარეშე აგზნებების შემთხვევაში 1.6-ჯერ უნდა აღემატებოდეს გენერატორის აგზნების ნომინალურ ძაბვას. აგზნების სისტემას უნდა შეეძლოს ზედა ზღვრული ძაბვის შენარჩუნება არანაკლებ10 წამის განმავლობაში.

16. ყველა გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვისა და აგზნების ავტომატური რეგულირების და რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდავი მოწყობილობით.  ელექტროენერგიის მწარმოებელს არ აქვს უფლება, აგზნების მოწყობილობა გადაიყვანოს ავტომატურიდან ხელით მართვის რეჟიმზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინასწარი თანხმობის გარეშე.

17. რეაქტიული სიმძლავრის დისპეტჩერიზაციის მიზნით გენერაციის ობიექტის ამწევ ტრანსფორმატორებს შეიძლება ჰქონდეთ ძაბვის ქვეშ მყოფი ხვიათა გამომყვანების გადამრთველები, მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად. ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, გადამრთველების დიაპაზონი და ბიჯის სიდიდე სრულად უნდა აკმაყოფილებდეს რეაქტიული სიმძლავრისათვის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

18.  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს აღრიცხვის კონტროლის და ელექტროსადგურის სხვა მონაცემები, რომლებიც მას შესაძლოა დასჭირდეს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

19. მე-15 მუხლში მოცემულ ძაბვების ცვალებადობის დიაპაზონში და გადამცემ ქსელში ერთ ან რამდენიმე ფაზაზე მოკლე ჩართვისას, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს უწყვეტი მუშაობა,  რომელთა შედეგადაც მიერთების წერტილებში ძაბვა შეიძლება დაეცეს 500 მილიწამის განმავლობაში ნომინალური ძაბვის 0-დან 80%-მდე, ხოლო მომდევნო ერთი (1) წამის მანძილზე ძაბვის ცვალებადობა იყოს ნომინალური ძაბვის 80-110%-მდე დიაპაზონში, რის შემდეგაც ძაბვა კვლავ აღდგება ნომინალური ძაბვის 90-110%-მდე.

20. უკუმიმდევრობის დენების წარმოშობისას  გენერატორს უნდა შეეძლოს მუშაობა საქართველოში აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტში ასახული მოთხოვნების შესაბამისად. გენერატორი არ უნდა გამოირთოს აგრეთვე იმ მინაერთის სარეზერვო დაცვის მოქმედებამდე, რომელზეც მოკლე ჩართვის გამო გადამცემ ქსელში წარმოიშვა უკუმიმდევრობის დენები.

21. გენერატორის ამწევი ტრანსფორმატორის (110 კვ და ზევით) მაღალი ძაბვის გრაგნილი  ვარსკვლავისებურად უნდა იყოს ჩართული, ხოლო ნეიტრალი დამიწებული. ამწევი ტრანსფორმატორის ნეიტრალი, როცა ელექტროსადგური ქვესადგურის გვერდით მდებარეობს, მიერთებული უნდა იყოს ქვესადგურის დამიწების კონტურთან.

22. ელექტროსადგურები უნდა იქნეს დაპროექტებული იმგვარად, რომ სიხშირის ცვალებადობამ მე-14 მუხლში მოცემულ ფარგლებში არ გამოიწვიოს მათი მწყობრიდან გამოსვლა. ელექტროენერგიის მწარმოებელი პასუხისმგებელია, დაიცვას ენერგობლოკები/აგრეგატები დაზიანებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიხშირის აღნიშნულ ზღვრებს გარეთ გასვლამ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან გათიშვაზე იღებს ელექტროენერგიის მწარმოებელი.

23. გადამცემი ქსელიდან გათიშვის შემდეგ ელექტროსადგური ვალდებულია, იმუშაოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სიხშირის ზღვრებში გამოყოფილ დატვირთვაზე (ავტონომიურ რეჟიმში).

24. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, ელექტროსადგურზე  უზრუნველყოს  სინქრონიზაციის კონტროლი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ  ამომრთველებზე, რაც, ელექტროსადგურის კონფიგურაციიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს:

ა) საგენერატორო ამომრთველებს;

ბ) ძალოვანი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის ამომრთველს;

გ) ელექტროსადგურის გადამცემ ქსელთან მაკავშირებელ 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზის ამომრთველს.

25. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მწარმოებელს ენერგობლოკის/აგრეგატის სინქრონიზაციისათვის საჭირო მონაცემებით გადაცემის ლიცენზიატის მიერ მართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარებიდან, ელექტროსადგურის ძალოვანი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის ამომრთველზე ან საგენერატორო ამომრთველზე სინქრონიზაციის გაადვილების მიზნით, შესაბამისი მიერთების ხელშეკრულების საფუძველზე.  ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, სინქრონიზაციის მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სინქრონიზაცია, ქვემოთ მოყვანილი პირობებით:

ა) სიხშირე – ამ წესების მე-14 მუხლით დადგენილ ზღვრებში;

ბ) ძაბვა – ამ წესების მე-15 მუხლით დადგენილ ზღვრებშ