1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესის (შემდგომში „დაგეგმვის წესი“) მიზანია გადამცემი ქსელის  დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და მაძიებლებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის პროცედურების განსაზღვრა,  გადამცემი ქსელის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და შემდგომი გაფართოების დაგეგმვის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

2. დაგეგმვის წესი განსაზღვრავს:

ა)    ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებისა და მაძიებლების პასუხისმგებლობას გადამცემი ქსელის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით;

ბ)    ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და მაძიებლებს შორის ურთიერთობის მექანიზმებს;

გ)    გადამცემი ქსელის დაგეგმვის კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რომელთა დაცვით დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემი ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობა;

დ)  იმ ინფორმაციასა და მონაცემებს, რომლებსაც გადაცემის ლიცენზიატი, მაძიებელი და მოსარგებლე  წარუდგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვის მიზნით;

ე)         იმ ინფორმაციასა და მონაცემებს, რომელსაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წარუდგენს გადაცემის ლიცენზიატებს,  მაძიებლებსა და მოსარგებლეებს ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შერჩევისათვი