1. განმცხადებლები გადამცემ ქსელში ჩართვამდე და მოსარგებლეები ქსელში ჩართვის შემდგომ, ასევე გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად წარუდგინონ ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით.
2. განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის მწარმოებლები ნებისმიერი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და ცალკეული ენერგობლოკის/აგრეგატის შემთხვევაში, ხოლო მომხმარებლები 5 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი საწარმოო საშუალებების დაგეგმილი კონსერვაციისას, აგრეთვე ექსპლუატაციიდან და დისპეტჩერული მართვიდან გაყვანის შემთხვევაში 24 თვით ადრე შეატყობინონ აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
3. მეზობელ სისტემებთან კავშირების შესასწავლად ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების მოდელირებისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ისარგებლოს მეზობელი ქვეყნების ქსელის მონაცემები