1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მონაცემები იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად:
ა) წინასწარი საპროექტო მონაცემები;
ბ) საპროექტო მონაცემები;
გ) სტანდარტული მონაცემები;
დ) დეტალური (დამატებითი) მონაცემები.
2. საპროექტოა მონაცემები, რომლებიც უნდა წარმოადგინონ განმცხადებლებმა ახალი მიერთების ან არსებულის მოდიფიკაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ.
3. სტანდარტულია მონაცემები, რომლებიც ყოველწლიურად უნდა წარმოადგინოს გადამცემი ქსელის ყველა არსებულმა მოსარგებლემ.
4. დეტალურია (დამატებითი) მონაცემები, რომლებიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა შეიძლება მოითხოვოს დამატებით საპროექტო მონაცემების ან სტანდარული მონაცემების გარდა.
5. განმცხადებლის მიერ ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის მოთხოვნის დროს, მაგრამ მიერთების შეთავაზების მიღებამდე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ყველა მონაცემი ჩაითვლება წინასწარ საპროექტო მონაცემებად. მიერთების შეთავაზების დადგენილი წესით მიღების შემდეგ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი საპროექტო მონაცემები და მოგვიანებით წარმოდგენილი დაზუსტებული მონაცემები ჩაითვლება საპროექტო მონაცემებად.
6. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, ყოველწლიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტული მონაცემები. ამ მონაცემების ჩაბარების ვადაა ყოველი წლის სექტებრის ბოლო სამუშაო დღე. ეს მონაცემები უნდა მოიცავდეს მომდევნო ხუთი წლის ინფორმაციას. მონაცემთა ჩაბარების ბოლო თარიღიდან მომდევნო თარიღამდე კონკრეტული წლის მონაცემებში ცვლილების არქონის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია, მონაცემების ჩაბარების მაგივრად წარადგინოს წერილობითი განაცხადი კონკრეტული წლისათვის მონაცემების უცვლელობაზე.
7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ მოითხოვოს მის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დამატებითი დეტალური მონაცემები. მოსარგებლე ვალდებულია, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) სამუშაო დღის ვადაში.
8. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მონაცემების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:
ა) საპროგნოზო მონაცემები: ამ კატეგორიაში შედის მომდევნო ხუთი (5) წლისათვის მოსარგებლის მიერ შეფასებული საპროგნოზო მაჩვენებლები, წარმოებისა და მოხმარების პროგნოზების ჩათვლით;
ბ) დაგეგმილი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სავარაუდო მონაცემები: ამ კატეგორიაში შედის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან/და ელექტროსადგურის შესახებ განმცხადებლის მიერ გადამცემ ქსელთან მიერთებამდე შეფასებული სავარაუდო ინფორმაცია და პარამეტრების სიდიდეები;
გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული მონაცემები: მონაცემები, რომლებიც მიერთების შემდეგ დაზუსტდა, როგორც საბოლოო სიდიდეები.
9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს განმცხადებლისაგან ან/და მოსარგებლისგან მონაცემები და დამატებითი გათვლებისა და კვლევების ჩატარება საჭიროების მიხედვით.
10. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიერ წარმოსადგენ სტანდარტული დაგეგმვისა და დეტალური დაგეგმვის მონაცემების ჩამონათვალსა და ფორმას ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე.
11. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსარგებლე მიიჩნევს, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მომზადებული საპროგნოზო მონაცემები სათანადოდ არ ასახავს მოსარგებლის დაგეგმვის მონაცემებს, იგი უფლებამოსილია, მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნული მონაცემების კორექტირების თხოვნი