1. გადაცემის ლიცენზიატისა და მოსარგებლის ობიექტებზე დაშვებასთან დაკავშირებული დებულებები განისაზღვრება ამ წესებითა და მიერთების  ხელშეკრულებით.

2. მოსარგებლე უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და გადაცემის ლიცენზიატის, აგრეთვე კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუბრკოლებელ დაშვებას (მათი ხელსაწყოების, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) მიერთების უჯრედზე (მიერთების წერტილის მოსარგებლის ობიექტზე არსებობის შემთხვევაში) და მოსარგებლის შენობა-ნაგებობების შიგნით არსებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და/ან გადაცემის ლიცენზიატის აპარატურაზე.

3. გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურზე არსებული მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დისპეტერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, შეამოწმოს ასეთ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებული ტესტირების შედეგები და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები ნებისმიერ დროს.  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აგრეთვე აქვს უფლება, შეამოწმოს მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები მიერთების წერტილში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. მოსარგებლის ობიექტზე არსებული გადაცემის ლიცენზიატის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი და მოსარგებლე ვალდებულნი არიან, გამოყონ პერსონალი უსაფრთხოების საჭირო ზომების მიღებისა და ოპერატიული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
თავი III
გადამცემი ქსელის დაგეგმვის წე