1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტროენერგეტიკული სისტემისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოდ მართვისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ავარიული სიტუაციების დროს დროული და ეფექტიანი ოპერატიული კავშირის ჩამოყალიბება;
ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მოსარგებლეებს შორის გასაგზავნი ავარიული სიტუაციებისა და მათი გამომწვევი შემთხვევების ანგარიშის ფორმების მომზადება;
გ) იმ პროცედურების განსაზღვრა, რომლებიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გამოიყენოს მოსარგებლის მომსახურების ხარისხზე მატერიალური ზეგავლენის გამომწვევი მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოსაკვლევად.
2. შეტყობინებები ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ნებისმიერი მოსარგებლე უნდა გააფრთხილოს მის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე იმ შესაძლო გავლენების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვეული იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისას;
ბ) მოსარგებლემ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს იმ შესაძლო მნიშვნელოვანი შემთხვევების შესახებ, რაც გავლენას მოახდენს ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე;
გ) შეტყობინება უნდა გაიგზავნოს რეალური ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ და ამასთან, შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა აღწერდეს არსებულ მდგომარეობას, საშუალებას აძლევდეს შეტყობინების მიმღებს განიხილოს და შეაფასოს მოსალოდნელი შედეგები და რისკები.
3. მოსარგებლის შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ჩათვლის, რომ მომხდარ შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა გადამცემ ქსელზე, იგი უფლებამოსილია, მოსარგებლეს მოსთხოვოს დეტალური წერილობით ანგარიში ამ შემთხვევის შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ა) ამ წესებით დადგენილი სიხშირის ზღვრების დარღვევას;
ბ) ამ წესებით დადგენილი ძაბვის ზღვრების დარღვევას;
გ) მომხმარებლის გათიშვას;
დ) კუნძულოვან ან ავტონომიურ რეჟიმს;
ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის არასტაბილურობას.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გამოიკვლიოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელმაც შეიძლება მატერიალური ზეგავლენა მოახდინოს მოსარგებლეზე. ეს შემთხვევები შეიძლება მოიცავდნენ მიწოდებაში შეფერხებებს, გათიშვებს, ძაბვების ან სიხშირის გადახრებს, მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და სხვ. მნიშვნელოვანი შემთხვევის პირველადი ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს თხუთმეტი (15) სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო საბოლოო ანგარიში კი ორი (2) თვის მანძილზე. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ინიცირება და კოორდინაცია უნდა გაუკეთოს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა კვლევა, ანგარიშის წერილობით მომზადება და მონაწილე მხარეების ჩართულობა პროცესში. მოსარგებლეებმა ყველა არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მონაწილეობა მიიღონ კვლევაში, მიზანშეწონილობისა და საჭიროების მიხედვით.
5. მოსარგებლეებმა და გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა მოამზადონ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდონ ყოველთვიური მუშაობის ანგარიში. ეს ანგარიშები უნდა მოიცავდნენ მუშაობის მონაცემებს, მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებებსა და სხვა პრობლემებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წინა თვის განმავლობაში; იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელიც გაატარეს მოსარგებლეებმა და გადაცემის ლიცენზიატებმა პრობლემების გადასაჭრელად და რეკომენდაციებს მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად. მოსარგებლეებმა აგრეთვე უნდა მოამზადონ და წარუდინონ დისპეჩერიზაციის ლიცენზიატს კვარტალური და წლიური ოპერატიული მუშაობის ანგარიშები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ოპერირების მონაცემებს და ისეთ მნიშვნელოვან შემთხვევებს, რომლებმაც მატერიალური ზეგავლენა მოახდინეს გადამცემ ქსელსა თუ რომელიმე მოსარგებლეზე მოცემული კვარტლის ან წლის მანძილზ