1. გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ამავე დროს ელექტროენერგიაზე მოსარგებლეების მოთხოვნის შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. გადამცემი ქსელის გადატვირთვა შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ენენრგობლოკების/აგრეგატების გაუმართავი მუშაობის ან ავარიული გამორთვის დროს;
ბ) გადამცემი ხაზის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის რომელიმე სხვა ელემენტის გაუმართავი მუშაობის ან ავარიული გამორთვის დროს;
გ) ტესტირების, ტექნიკური მომსახურების ან რემონტის გამო გენერატორის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის რომელიმე ელემენტის გამორთვის დროს;
დ) დატვირთვის და/ან ძაბვის ისეთი ცვლილების დროს, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილზე ან მთლიანად სისტემაზე;
ე) განაწილების ქსელში არსებული ისეთი შემთხვევების არსებობის დროს, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობაზე;
ვ) როდესაც სიმძლავრის გადასაცემი მოცულობა აღემატება ელექტრო გადამცემი ხაზებისთვის განსაზღვრულ ლიმიტს (გამტარუნარიანობა);
ზ) როდესაც მეზობელ ელექტროენერგეტიკული სისტემის შიდა გადამცემ ქსელში გადატვირთვის გამო დაგეგმილი ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლებელი ხდება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების წარმოშობის დროს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიიღოს მდგომარეობის გამოსასწორებელი შესაბამისი ზომები, გადამცემ ქსელში შეზღუდვების აღკვეთის ან მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რათა დაცული ან აღდგენილ იქნას ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირება N-1 საიმედოობის კრიტერიუმის შესაბამისად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს გადაცემის ქსელის გადატვირთვის ხასიათიდან გამომდინარე მდგომარეობის გამოსასწორებელ ზომებს მათი ეფექტიანობის მიხედვით და დაუყოვნებლივ ახორციელებს მათ. ეს ზომებია:
ა) ოპერატიული რეზერვების ამოქმედება;
ბ) დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება);
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის შესაბამისი პროცედურების შესრულება, ძაბვის შემცირების ჩათვლით;
დ) მოსარგებლეებისთვის დაგეგმილი მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;
ე) დაგეგმილი ექსპორტის და/ან იმპორტის შემცირება ან შეწყვეტა;
ვ) მომხმარებლის დატვირთვის გამორთვა.
4. მდგომარეობის გამოსასწორებლად სხვა ქმედითი ღონისძიებების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაგეგმილი მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა, ექსპორტის და/ან იმპორტის ჩათვლით. გადამცემი ქსელის გადატვირთვის მოხსნამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეამციროს ან შეწყვიტოს ელექტროენერგიის დაგეგმილი გამომუშავება და მიწოდება მოსარგებლეებისათვის არადისკრიმინაციული პირობებით და უზრუნველყოს პროცედურის გამჭვირვალობ