1. ახალი მიერთების უზრუნველსაყოფად დამონტაჟებული დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა შეესაბამებოდეს ქსელის  წესების 64-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა განთავსდეს მიერთების წერტილში (საბალანსო გაყოფის საზღვარზე) ან მიერთების წერტილთან სიახლოვეს, ფიზიკური ადგილმდებარეობისა და ხარჯების გათვალისწინებით.

3. 1 კვ და უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთების შემთხვევაში ელექტროენერგიის მრიცხველი და მისი მოწყობის სტანდარტები უნდა აკმაყოფილებდეს ქსელის წესების 65-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. 1 კვ-ზე დაბალი ძაბვის მიერთების შემთხვევაში გამოიყენება არანაკლებ 1.0 სიზუსტის კლასის მრიცხველები და მზომი ტრანსფორმატორები. მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ უფრო მაღალი სიზუსტის აღრიცხვის მოწყობაზ