1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, 26-ე მუხლით და წესებით გათვალისწინებული სხვა მომსახურების პირობა და ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს წესებთან.
2. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული გრაფიკის დაცვით, 2023 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №3 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტებისა და ვადების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების პერიოდში, თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, აღნიშნული მომხმარებელი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისგან განაცხადით მოითხოვოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანა, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე განსაზღვრული პირობების, მათ შორის №3 დანართით განსაზღვრული საფასურის და ვადების შესაბამისად,4. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის), საკუთრებაში ჰქონდათ წესების ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლობელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით:
ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი, არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის;
ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2021 წლის 1 ნოემბრამდე, შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ;
გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ.
5. წესების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.
6. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე, სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2022 წლის პირველ იანვრამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.
7. სისტემის ოპერატორს, დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ, წესების 24-ე მუხლის მე-3 – მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებით, ასევე 27-ე მუხლის მე-2-მე-4 განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს 2022 წლის 1 იანვრამდე.
8. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე.
9. წესების 54-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკები უნდა მომზადდეს – კომისიის მიერ სისტემის ოპერატორის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში.
10. იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც მიერთებული იყვნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან 2016 წლის 7 მაისამდე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია 66-ე მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები მის კუთვნილ აღრიცხვის მოწყობილობებთან მიმართებაში დააკმაყოფილოს:
ა) კომისიის მიერ სისტემის ოპერატორის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში;
ან
ბ) თუ ხორციელდება მოხმარების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილის მოდიფიკაცია – შესაბამისი მოდიფიკაციისთანავე.
11. 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა შესაბამის მომხმარებელს ელექტრონული ფორმით უნდა აცნობოს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
12. 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ, მცირე საწარმოს სტატუსი ამოქმედდება და მასზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
13. ქსელის წესებიდან XI, XII და XIII თავების ამოღებამდე, ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ამ წესებით დადგენილი ნორმები.
14. მომხმარებელი, რომელიც ელექტრულ ქსელზე მიერთებული იყო 0.4-35 კვ ძაბვით და ელექტროენერგიის განაწილების მომსახურებას 2021 წლის 1 ივლისამდე იღებდა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისაგან, ამ წესების ამოქმედების შემდეგ ითვლება განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტად, მიუხედავად იმისა, თუ ვის კუთვნილ ელექტრულ ქსელზეა მიერთებული აღნიშნული მომხმარებელი.
15. დანართი №2-ის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე (2021 წლის 1 ოქტომბრამდე), ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებაზე განისაზღვრება ამ წესების დანართით №2-ის „ა“ პუნქტით დადგენილი საფასურისა და მიერთების ობიექტზე მოსაწყობი თითოეული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ჯამით.
16. 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, შეჩერდეს დანართი №4-ით გათვალისწინებული საფასურის მოქმედება, როდესაც ადგილი აქვს მე-18 მუხლის მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნას (რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური). 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, მოცემულ შემთხვევაში, თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით, აღრიცხვის კვანძის მოწყობის გადასახდელ საფასურს წარმოადგენს დანართი №3-ით განსაზღული საფასური (შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად), სადაც განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები წესების დანართით №3 განსაზღვრულ ვადაში.
დანართი 1
მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი
№
დენმიმღები
დადგმული სიმძლავრე, კვტ.
1.
ელექტროქურა:
- სტაციონალური
- გადასატანი
3,0
1,0
2.
ავზიანი წყალგამაცხელებელი
2,0
3.
გამდინარე წყალგამაცხელებელი
5,0
4.
კონდიციონერი „ზაფხული”
1,0
5.
კონდიციონერი „ზაფხული-ზამთარი”
1,5
6.
წყლის ტუმბო
0,5
7.
სარეცხი მანქანა
1,0
8.
კომპიუტერი
0,4
9.
გამათბობელი ელექტრორადიატორი
1,5
10.
ელექტრომადუღარა
1,0
11.
ელექტროუთო
1,0
12.
ელექტროგანათება
0,1
13.
ვენტილატორი
0,05
14.
მაცივარი
0,13
15.
ტელევიზორი
0,1
შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი.
დანართი 2
0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური
0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:
ძაბვის
საფეხური (კვ)
სიმძლავრე
(კვტ)
ახალი ობიექტის გამანაწილებელ
ქსელთან მიერთების ვადა
(სამუშაო დღე)
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა
მუნიციპალიტეტებში
ახალი ობიექტის მიერთების
საფასური დღგ-ის ჩათვლით
(ლარი)
0,4
10 (1-10 კვტ 220 ვ.)
40
60
600
10 (1-10 კვტ 380 ვ)
40
60
1800
10-დან -30
40
60
7000
30-დან-50
40
60
10500
50-დან -80
40
60
13000
80-დან – 100
40
60
14500
100-დან-120
40
60
16500
120-დან -150
40
60
18000
150-დან -200
45
60
39000
200-დან -320
60
90
56000
320-დან -500
60
90
86000
500-დან -800
90
110
136000
800-დან -1000
90
110
170000
1000-დან -1300
90
110
221000
1300-დან -1600
90
110
272000
1600-დან -2000
90
110
340000
2000-დან -2600
90
110
442000
2600-დან -3200
90
110
544000
6-10
1-500
60
90
96000
500-დან -1000
90
110
180000
1000-დან -1500
90
110
287000
1500-დან -2000
90
110
350000
2000-დან -3000
90
120
463500
3000-დან -5000
90
120
749000
ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართ №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასურის დამატებით.
დანართი 3
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური
ძაბვის საფეხური, კვ
სიმძლავრე, კვტ
აღრიცხვის კვანძის
მოწყობის ვადა
(სამუშაო დღე)
აღრიცხვის კვანძის
მოწყობის საფასური
დღგ-ის ჩათვლით ლარი
0,4
1-10 (220 ვ.)
10
100
1-10
10
300
10-დან -30
10
350
30-დან-50
10
600
50-დან -80
10
650
80-დან – 100
15
700
100-დან-120
15
750
120 დან-150
15
800
150-დან -200
15
850
200-დან -320
15
950
320-დან -500
15
1200
500-დან -800
20
1500
800-დან -1000
20
2200
1000-დან და მეტი კვტ
20
3000
6/10
1-500
25
13000
500-დან -1000
25
14000
1000-დან და მეტი კვტ
25
15000
დანართი 4
ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური
ძაბვის
საფეხური, კვ
სიმძლავრე, კვტ
აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე)
მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი
ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი
0,4
1-10 (220 ვ)
15
300
300
1-10
15
600
600
10-დან -30
15
600
600
30-დან-50
15
700
600
50-დან -80
15
700
600
80-დან – 100
20
800
600
100-დან-120
20
800
600
120-დან -150
20
1000
600
150-დან -200
20
1200
600
200-დან -320
20
2200
2000
320-დან -500
20
2500
2000
500-დან -800
25
2800
2000
800-დან -1000
25
3100
2000
1000-დან და მეტი კვტ
25
3500
2000
6/10
1-500
25
13000
2000
500-დან -1000
25
14000
2000
1000-დან და მეტი კვტ
25
15000
20