1. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ გამოცემულია სამართლებრივი აქტი კონკრეტულ ტერიტორიულ ფარგლებში (საზღვრებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურებების გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის შესახებ და ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირების ვალდებულება დაკისრებული აქვს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს:

ა) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულების (ქვითარში ასახული ერთ -ერთი საფასურის ან /და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის) არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წყვეტს მომხმარებლისათვის განაწილების მომსახურების გაწევას. ასევე, განაწილების სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია მომარაგების შეწყვეტამდე, საცალო ბაზრის წესების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის ინფორმირების პირობის დაცვაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებელს განაწილების მომსახურება შეუწყვიტოს ამ წესების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მიმწოდებლის მოთხოვნის გარეშე, იმ პირობით, რომ მომარაგების შეწყვეტის  შესახებ  დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მიმწოდებელს;

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ან სხვა ენერგეტიკულ საწარმოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიის სამართლებრივი აქტით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შედეგად, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას.

თავი XVII.  დასკვნითი დებულებე