1. ბუნებრივი გაზის ქსელის წესები (შემდგომში – წესები) განსაზღვრავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.

2. ამ წესების მოქმედება ვრცელდება:

ა)    განაწილების ლიცენზიატებზე;

ბ)    საცალო და პირდაპირ მომხმარებლებზე;

გ)    მაძიებლებზე;

დ)   ტრანსპორტირების ლიცენზიატზე;

ე)    სისტემითა და ქსელით მოსარგებლეებზე;

ვ)    მოპოვებული ბუნებრივი გაზის გადამზიდებზე.

3. ეს წესები არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე.

4. ამ წესებით გათვალისწინებული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით, თუ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ვადის სამუშაო დღით განსაზღვრის ვალდებულებ