1. დაკავშირების წერტილებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ:
ა) გამანაწილებელ ქსელსა და ტრანსპორტირების სისტემას, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატი;
ბ) გადამზიდის გაზსადენს და ტრანსპორტირების სისტემას, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი;
გ) გამანაწილებელ ქსელებს, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია გამცემი განაწილების ლიცენზიატი, თუ დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. დაკავშირების წერტილის ოპერირება, ექსპლუატაცია და მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ არსებობს დაკავშირებული სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის დანადგარებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, დაკავშირებული სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის დანადგარზე სამუშაოს წარმოების შესახებ უნდა ეცნობოს მეორე დაკავშირებული სისტემის ოპერატორს, სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე სამი სამუშაო დღით ადრე. ნებისმიერი ასეთი სამუშაო უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით და კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ.
3. დაკავშირებული სისტემების ოპერატორები ვალდებულნი არიან ერთმანეთს შეუთანხმონ მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების საექსპლუატაციო და სამშენებლო სამუშაოებ