1. ამ წესების შესაბამისად ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატების, ასევე სისტემითა და ქსელით მოსარგებლეების მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მხარეთა შორის მონაცემთა ელექტრონული გაცვლის შედეგად მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის ჩათვლით, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეების, მათი თანამშრომლების ან/და მათ მიერ დაქირავებული პირების მიერ ამ წესებით განსაზღვრულ ფარგლებს მიღმა. ასევე დაუშვებელია აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმ პირის წერილობითი თანხმობა, რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, ინფორმაცია არ ჩაითვლება კონფიდენციალურად, თუ:
ა) ინფორმაცია მხარეს გამჟღავნებამდე ჰქონდა ან მიიღო კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ ადგილი არ ჰქონია მხარის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის დაცვის ან სხვა ვალდებულების პირდაპირ ან არაპირდაპირ დარღვევას;
ბ) ინფორმაციის გასაჯაროება სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით.
3. კონფიდენციალურობის შესახებ მოთხოვნები ძალაშია ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებების შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაშ