1. დაკავშირებული სისტემების ურთიერთკავშირების, ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, დაკავშირებული სისტემების ოპერატორებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები (დაკავშირების ხელშეკრულება). ტრანსპორტირების ლიცენზიატი აგრეთვე უნდა შეეცადოს გააფორმოს დაკავშირების ხელშეკრულებები მეზობელი ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან.

2. დაკავშირების ხელშეკრულება სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ბუნებრივი გაზის ნაკადის კონტროლის წესებს;

ბ) ბუნებრივი გაზის ოდენობის ნომინაციის და მიკუთვნების პროცესის წესებს;

გ) ფორსმაჟორულ შემთხვევებში კომუნიკაციების პროცედურებს;

დ) საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაციას;

ე) მონაცემთა გაცვლის პირობებს;

ვ) ავარიულ სიტუაციებში გაზის ნაკადის შეწყვეტის/შეზღუდვის და კომუნიკაციის საკითხებს.

3. დაკავშირების ხელშეკრულება უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად და ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორის მიე