1. დაკავშირებული სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია დაკავშირების წერტილში ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე, ვალდებულია ამ წესების XIIIთავის შესაბამისად მასთან დაკავშირებული სისტემის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია ამ წერტილის მეშვეობით მასზე გაცემული გაზის საათობრივ ოდენობებზე.

2. მონაცემთა გაცვლის პერიოდები, ვადები და გრაფიკები უნდა განისაზღვროს მხარეთა მიერ ისე, რომ მოხდეს ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მომარაგების გამარტივება ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორისთვის.
თავი III
ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის განვითარე