1. განმცხადებელს უფლება აქვს მიუთითოს მე-9(1) მუხლის, მე-10(2) მუხლისა და მე-12(2) მუხლის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციიდან რომელი მიიჩნევა კონფიდენციალურ ინფორმაციად, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის კონკურენტულ პოზიციას. ასეთ შემთხვევებში, შესაძლებელი უნდა იყოს დასაბუთების გადამოწმება.
2. კონფიდენციალურად არ მიიჩნევა შემდეგი ინფორმაცია:
(a) განმცხადებლის სახელი და მისამართი და ნივთიერების ქიმიური სახელწოდება;
(b) უშუალოდ ნივთიერების უვნებლობის შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია;
(c) ანალიზის მეთოდი ან მეთოდები.
3. განმცხადებელთან კონსულტაციის შემდეგ კომისია განსაზღვრავს თუ რომელი ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა იქნეს დაცული და მისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და სააგენტოს.
4. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.
5. კომისია, სააგენტო და წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყონ წინამდებარე რეგულაციის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, იმ ინფორმაციის გარდა, რომელიც ექვემდებარება გასაჯაროებას, თუ ამას ითვალისწინებს გარემოებები ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.
6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოიხმობს ან მან უკვე გამოიხმო განაცხადი, სააგენტო, კომისია და წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ წარმოდგენილი კომერციული და საწარმოო ინფორმაციის მათ შორის კვლევისა და განვითარების შესახებ ინფორმაციის, ასევე იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომლის კონფიდენციალურობის საკითხზეც კომისია და განმცხადებელი ვერ თანხმდებია