1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ ოფიციალური კონტროლი, რათა დაიცვან წინამდებარე რეგულაციასთან შესაბამისობა სურსათისა და ცხოველის საკვების ოფიციალურ კონტროლთან დაკავშირებული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების საფუძველზე.

2. საჭიროების შემთხვევაში და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს დახმარების გაწევას სინჯის აღებისა და ტესტირების შესახებ ტექნიკური სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყოს კოორდინირებულ მიდგომას პირველი აბზაცის გამოყენებასთან დაკავშირებით.

3. სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნებისთვის გაერთიანების და ადგილობრივი რეფერალური ლაბორატორიები, რომლებიც დაფუძნებულია რეგულაციის EC No 882/2004 თანახმად, დახმარებას გაუწევენ წევრ სახელმწიფოებს პირველი აბზაცის გამოყენებაში ანალიზის შედეგების უმაღლესი ხარისხისა და ერთგვაროვნების ხელშეწყობის გზი