1. თუ ახალი ინფორმაციის ან არსებული ინფორმაციის ხელახალი შეფასების შედეგად წევრ სახელმწიფოს გააჩნია საკმარისი საფუძველი დაასკვნას, რომ მასალების ან საგნების გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისობაშია კონკრეტულ ზომებთან, მას შეუძლია დროებით შეაჩეროს ან შეზღუდოს ასეთი სამართლის ნორმების გამოყენება მისი ტერიტორიის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სხვა წევრ სახელმწიფოებს და კომისიას, და წარმოადგინოს შეჩერების ან შეზღუდვის მიზეზები.

2. კომისია ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დასკვნის მიღების შემდგომ, 23(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის ფარგლებში განიხილოს წევრი სახელმწიფოს მიერ პირველი აბზაცის თანახმად წარმოდგენილი საფუძვლები და დაუყოვნებლივ მოამზადოს დასკვნა და მიიღოს შესაბამისი ზომები.

3. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შესაბამის კონკრეტულ ზომებში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები პირველ აბზაცში მითითებული დაბრკოლებების აღმოფხვრისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აღნიშნული შესწორებები მიიღება 23(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

4. პირველი აბზაცით გათვალისწინებული წევრი სახელმწიფო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან შეზღუდოს სამართლის ნორმების გამოყენება მე-3 აბზაცში მითითებული შესწორებების მიღებამდე ან მანამდე, სანამ კომისია უარს არ იტყვის ასეთი შესწორებების მიღებაზ