1. განმცხადებელს ან საქმიანობის სუბიექტს, რომელიც იყენებს სანქცირებულ ნივთიერებას ან სანქცირებული ნივთიერების შემცველ მასალებს ან საგნებს, უფლება აქვს არსებული სანქცირების შეცვლასთან დაკავშირებით წარადგინოს განაცხადი მე-9(1) მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

2. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი:

(a) ორიგინალ განაცხადზე მითითება;

(b) ტექნიკური მოწმობა, რომელიც შეიცავს ახალ ინფორმაციას მე-9(2) მუხლით გათვალისწინებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად;

(c) ტექნიკური მოწმობის ახალ სრულ სტანდარტული ფორმის შეჯამებას.

3. საკუთარი ინციატივით, ან წევრი სახელმწიფოს ან კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, შეაფასოს დასკვნის ან სანქცირების შესაბამისობა წინამდებარე რეგულაციასთან, საჭიროების შემთხვევაში, მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს განმცხადებელს.

4. კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს სააგენტოს დასკვნა და მოამზადოს მისაღები კონკრეტული ზომების პროექტი.

5. კონკრეტული ზომების პროექტი, რომელიც ცვლის სანქცირების პირობებს, უნდა განსაზღვრავდეს სანქცირების გამოყენების პირობებში და შეზღუდვებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელ ცვლილებებს.

6. დასკვნითი კონკრეტული ზომები სანქცირების შეცვლის, შეჩერებისა და გაუქმების შესახებ მიიღება 23(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისა