1. მე-8(1) მუხლით გათვალისწინებული სანქცირებისთვის საჭიროა შემდეგი პროცედურების განხორციელება:
(a) წევრი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარედგინოს განაცხადი, რომელსაც თან ახლავს:
(i) განმცხადებლის სახელი და მისამართი;
(ii) ტექნიკური მოწმობა, რომელიც შეიცავს სააგენტოს მიერ გამოსაქვეყნებელი ნივთიერების უვნებლობის შეფასებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებებში განსაზღვრულ ინფორმაციას;
(iii) ტექნიკური მოწმობის შეჯამებას.
(b) (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანო ვალდებულია:
(i) წერილობით დაუდასტუროს განაცხადის მიღება განმცხადებელს, მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. დადასტურებისას უნდა მიეთითოს განაცხადის მიღების თარიღი;
(ii) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ; და
(iii) წარუდგინოს სააგენტოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული განაცხადი და ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია.
(c) სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სხვა წევრ სახელმწიფოებს და კომისიას აღნიშნული განაცხადის შესახებ და მიაწოდოს მათ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია.
2. სააგენტო ვალდებულია გამოსცეს დეტალური სახელმძღვანელო მითითებები განაცხადის მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებით.