1. მე-3(1) მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტების გამოყენებისას, აქტიურმა მასალებმა და საგნებმა შესაძლოა გამოიწვიოს სურსათის შემადგენლობის ან მისი ორგანოლეპტური მახასიათებლების შეცვლა იმ პირობით, თუ ასეთი ცვლილებები აკმაყოფილებს სურსათზე მოქმედი გაერთიანების სამართლის ნორმებს როგორიცაა საკვები დანამატების შესახებ დირექტივის 89/10/EEC დებულებები და მასთან დაკავშირებული განმახორციელებელი ზომები, ან გაერთიანების სამართლის ნორმების არარსებობის შემთხვევაში – სურსათზე მოქმედ ეროვნულ სამართლის ნორმებს.
2. დამატებითი წესების მიღებამდე, კონკრეტული ზომების ფარგლებში, აქტიური და იმ მასალებისა და საგნების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, სურსათის ან მის გარემომცველ გარემოში გამოყოფის მიზნით, აქტიურ მასალებსა და საგნებში შერეული ნივთიერებები უნდა იქნეს ნებადართული და გამოყენებული სურსათზე მოქმედი გაერთიანების სამართლის ნორმების შესაბამისად, და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე რეგულაციის დებულებებისა და მათი განმახორციელებელი ღონისძიებების მოთხოვნებს. აღნიშნული ნივთიერებები მიიჩნევა შემადგენელ ნაწილებად დირექტივის 2000/13/EC მე-6(4) მუხლის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.10
3. აქტიურმა მასალებმა და საგნებმა არ უნდა გამოიწვიოს სურსათის შემადგენლობის ან მისი ორგანოლეპტური მახასიათებლების ცვლილება, მაგალითად, სურსათის გაფუჭების შენიღბვით, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები.
4. მასალები და საგნები, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, არ უნდა იძლეოდნენ ისეთ ინფორმაციას სურსათის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები.
5. სურსათთან შეხებაში მყოფი აქტიური და ის მასალები და საგნები, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, სათანადოდ უნდა იქნეს ეტიკეტირებული, რათა მომხმარებელმა ამოიცნოს საკვებად უვარგისი ნაწილები.
6. აქტიური და ის მასალები და საგნები, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, სათანადოდ უნდა იქნეს ეტიკეტირებული, რათა განისაზღვროს რომელია აქტიური და/ან ისეთი მასალა და საგანი, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგ