1. მე-5(1) მუხლის მეორე ქვეაბზაცის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერებების ჩამონათვალის მიღების შემდეგ, ნივთიერებების აღნიშნულ ჩამონათვალში გაუთვალისწინებელი ნივთიერების სანქცირებისთვის საჭიროა განაცხადის წარდგენა მე-9(1) მუხლის შესაბამისად.

2. ნივთიერება არ იქნება სანქცირებული, თუ კონკრეტული ზომებით დადგენილი პირობების საფუძველზე აღნიშნული ნივთიერების გამოყენების დროს შესაბამისად არ დადასტურდება, რომ საბოლოო მასალები ან საგნები აკმაყოფილებს მე-3 მუხლით და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებ