1. წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის, გამოიყენება რეგულაციით (EC) No 178/2002 განსაზღვრული შესაბამისი განმარტებები „მიკვლევადობის“ და „ბაზარზე განთავსების“ განმარტებების გარდა, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

(a) „მიკვლევადობა“ ნიშნავს მასალის ან საგნის მიკვლევის შესაძლებლობას მისი წარმოების, დამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე;

(b) „ბაზარზე განთავსება“ ნიშნავს მასალებისა და საგნების ფლობას მათი რეალიზაციის, მათ შორის გაყიდვის ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით, და მათ გაყიდვას, დისტრიბუციას ან გადაცემის ნებისმიერ სხვა ფორმას.

2. ასევე გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(a) „სურსათთან შეხებაში მყოფი აქტიური მასალები და საგნები“ (შემდგომში „აქტიური მასალები და საგნები“) ნიშნავს მასალებსა და საგნებს, რომლებიც განკუთვნილია შეფუთული სურსათის შენახვის ვადის გახანგრძლივებისთვის ან მათი მდგომარეობის შენარჩუნების ან გაუმჯობესებისთვის. ისინი გამიზნულად შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც შეფუთულ სურსათში ან მათ ირგვლივ არსებულ გარემოში გამოყოფენ ან სურსათიდან ან მათ ირგვლივ არსებული გარემოდან შთანთქამენ ნივთიერებებს;

(b) „სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები და საგნები, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს“ (შემდგომში „მასალები და საგნები, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს“) ნიშნავს მასალებსა და საგნებს, რომლებიც აკონტროლებენ შეფუთული სურსათის ან მისი გარემომცველი გარემოს მდგომარეობას;

(c) „საქმიანობა“ ნიშნავს ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო საწარმოს, მოგების მიზნით ან სხვაგვარს, რომელიც ახორციელებს მასალებისა და საგნების წარმოების, დამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპთან დაკავშირებულ საქმიანობას;

(d) „საქმიანობის სუბიექტი“ ნიშნავს ნებისმიერ კერძო ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნების შესრულება მათ მიერ კონტროლირებული საქმიანობის ფარგლებშ