1. წინამდებარე რეგულაციის მიზანია, უზრუნველყოს შიდა ბაზრის ეფექტური ფუნქციონირება გაერთიანების ფარგლებში სურსათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, ასევე უზრუნველყოს საფუძველი ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების უმაღლეს დონეზე დასაცავად.
2. წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება იმ საგნებსა და მასალებზე, მათ შორის სურსათთან შეხებაში მყოფ აქტიურ მასალებსა და საგნებზე და ასევე, იმ მასალებსა და საგნებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს (შემდგომში „მასალები და საგნები“), რომლებიც თავიანთი დასრულებული ფორმით:
(a) განკუთვნილია სურსათთან კონტაქტისთვის; ან
(b) უკვე შეხებაშია სურსათთან და გამოიყენებოდა აღნიშნული მიზნით; ან
(c) გონივრულად მოსალოდნელია, რომ შეხება ჰქონდეთ სურსათთან ან სურსათს გადასცენ თავისი შემადგენელი ნაწილები გამოყენების ნორმალურ ან გათვალისწინებულ პირობებში.
3. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება:
(a) ანტიკვარული ნივთების სახით მოწოდებულ მასალებსა და საგნებზე;
(b) საფარ ან შემოსაგარს მასალებსა და საგნებზე როგორიცაა ყველის ქერქის, მომზადებული ხორცის პროდუქტების ან ხილის საფარი მასალა, რომლებიც შეადგენს სურსათის ნაწილს და განკუთვნილია ასეთ სურსათთან ერთად მოხმარებისთვის;
(c) ფიქსირებულ სახელმწიფო ან კერძო წყლის მიწოდების მოწყობილობა-დანადგარებზ