1. სააგენტო ვალდებულია მოქმედი განაცხადის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში მოამზადოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება ნივთიერება მე-3 მუხლით და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს მასალების ან საგნების გამოყენების განსაზღვრულ პირობებში, რომლებშიც ისინი გამოიყენება. სააგენტოს შეუძლია აღნიშნული პერიოდი გაახანგრძლივოს მაქსიმუმ შემდგომი ექვსი თვით. ასეთ შემთხვევაში, მან განმცხადებელს, ასევე კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს უნდა წარუდგინოს ახსნა-განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით;
2. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს განაცხადთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების წარდგენა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში. სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი აბზაცით დადგენილი ვადა გადაიდება აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებამდე. ანალოგიურად, ვადა გადაიწევს იმ პერიოდით, რაც განმცხადებელს მისცემს სიტყვიერი ან წერილობითი ახსნა-განმარტების მომზადების საშუალებას.
3. დასკვნის მოსამზადებლად სააგენტომ უნდა:
(a) გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების შესაბამისობა მე-9(1) მუხლის (a) ქვეპუნქტთან, რა შემთხვევაშიც განაცხადი ჩაითვლება მოქმედად და შეამოწმოს ნივთიერების შესაბამისობა მე-3 მუხლით და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლით განსაზღვრულ უვნებლობის კრიტერიუმებთან;
(b) აცნობოს განმცხადებელს, კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს თუ განაცხადი არ არის მოქმედი.
4. თუ დასკვნის თანახმად ხდება შეფასებული ნივთიერების სანქცირება, დასკვნაში უნდა განისაზღვროს შემდეგი:
(a) ნივთიერების დანიშნულება, მათ შორის მისი ტექნიკური მახასიათებლები; და
(b) საჭიროების შემთხვევაში, შეფასებული ნივთიერების და/ან მასალების ან საგნების, სადაც ეს ნივთიერება გამოიყენება, გამოყენების პირობებთან ან შეზღუდვებთან დაკავშირებული რეკომენდაციები; და
(c) შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია შემოთავაზებული ანალიზის მეთოდი გათვალისწინებული საკონტროლო მიზნებისთვის.
5. სააგენტომ მიღებული დასკვნა უნდა გაუგზავნოს კომისიას, წევრ სახელმწიფოებსა და განმცხადებელს.
6. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომზადებული დასკვნის საჯაროობა კონფიდენციალური ინფორმაციის წაშლის შემდგომ მე-20 მუხლის შესაბამისა