1. მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ზომების შეზღუდვის გარეშე, საგნებსა და მასალებს, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ სურსათთან, ბაზარზე განთავსებამდე თან უნდა დაერთოს შემდეგი:
(a) მითითება „განკუთვნილია სურსათთან კონტაქტისთვის“ ან სხვა კონკრეტული მითითება მათ მოხმარებასთან დაკავშირებით როგორიცაა: ყავის აპარატი, ღვინის ბოთლი, სუპის კოვზი, ან დანართში II წარმოდგენილი სიმბოლო; და
(b) საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხო და სათანადო გამოყენებისთვის დაცული უნდა იქნეს კონკრეტული მითითებები; და
(c) სახელწოდება ან სასაქონლო სახელწოდება, და ზოგიერთ შემთხვევაში, გაერთიანების ფარგლებში ბაზარზე საქონლის განთავსებაზე პასუხისმგებელი მწარმოებლის, გადამამუშავებელი ობიექტის ან გამყიდველის მისამართი ან რეგისტრირებული მისამართი; და
(d) შესაბამისი ეტიკეტირება ან იდენტიფიკაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მასალის ან საგნის მიკვლევადობა მე-17 მუხლის თანახმად; და
(e) აქტიური მასალების და საგნების შემთხვევაში, ინფორმაცია ნებადართული გამოყენების შესახებ ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია, როგორიცაა აქტიური კომპონენტის მიერ გამოყოფილი ნივთიერებების დასახელება და რაოდენობა, რაც საშუალებას აძლევს საქმიანობის სუბიექტებს, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ მასალებს, დაიცვან გაერთიანების სხვა შესაბამისი სამართლის ნორმები ან, მათი არარსებობის შემთხვევაში, სურსათზე მოქმედი ეროვნული სამართლის ნორმები, მათ შორის ნორმები სურსათის ეტიკეტირების შესახებ.
2. თუმცა პირველი აბზაცის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ უნდა იყოს სავალდებულო ნებისმიერი საგნისთვის, რომელიც თავისი მახასიათებლებით აშკარად განკუთვნილია სურსათთან კონტაქტისთვის.
3. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს შესამჩნევი, წაკითხვადი და არ იშლებოდეს ადვილად.
4. აკრძალულია საგნებითა და მასალებით საცალო ვაჭრობა, თუ პირველი აბზაცის (a), (b) და (e) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი მყიდველებისთვის ადვილად გასაგებ ენაზე.
5. საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში წევრ სახელმწიფოს, სადაც მასალები ან საგნები განთავსებულია ბაზარზე, უფლება აქვს ხელშეკრულების წესების შესაბამისად მოითხოვოს, რომ ეტიკეტირების დეტალები წარმოდგენილი იყოს ერთ ან მეტ ენაზე, რომლებსაც ის თავად განსაზღვრავს გაერთიანების ფარგლებში მოქმედი ოფიციალური ენებიდან.
6. მე-4 და მე-5 აბზაცები არ ეწინააღმდეგება ეტიკეტირების დეტალების წარმოდგენას რამდენიმე ენაზე.
7. საცალო ვაჭრობის ეტაპზე, პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს:
(a) მასალებზე ან საგნებზე ან მათ შეფუთვაზე; ან
(b) მასალებზე ან საგნებზე და მათ შეფუთვაზე არსებულ ეტიკეტებზე; ან
(c) მასალებისა და საგნების უშუალო სიახლოვეს განთავსებულ შეტყობინებაზე, რომელიც შესამჩნევი იქნება მყიდველებისთვის; თუმცა პირველი აბზაცის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვარიანტი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მიზეზების გამო ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის შემცველი ეტიკეტი ვერ იქნება დატანილი მასალებსა და საგნებზე, როგორც მათი წარმოების, ასევე ბაზარზე გატანის ეტაპზე.
8. ბაზარზე გატანის ეტაპებზე, საცალო ვაჭრობის ეტაპის გარდა, პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს:
(a) თანმხლებ დოკუმენტებზე; ან
(b) ეტიკეტებზე ან შეფუთვაზე; ან
(c) თვითონ მასალებსა და საგნებზე.
9. პირველი აბზაცის (a), (b) და (e) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ეხება იმ მასალებსა და საგნებს, რომლებიც აკმაყოფილებს:
(a) მე-3 მუხლით და, სადაც ისინი გამოიყენება, მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; და
(b) მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კონკრეტულ ზომებს, ან მათი არარსებობის შემთხვევაში, ასეთ მასალებსა და საგნებზე მოქმედ ეროვნული სამართლის ნორმებ