თითოეული მხარე უზრუნველყოფს, ნებისმიერ ვითარებაში, რომელშიც იგი ღვინის ეტიკეტირების რეგულირებას ახდენს, რომ ეტიკეტზე მოყვანილი მთელი ინფორმაცია იყოს ნათელი, კონკრეტული, ზუსტი, ნამდვილი და შეცდომაში არ შეჰყავდეს მომხმარებელი.

10.2 და 10.3 მუხლების გათვალისწინებით, თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტები შეიცავდეს აგრეთვე სხვა ინფორმაციას, გარდა საერთო სავალდებულო ინფორმაციისა და ეროვნული სავალდებულო ინფორმაციისა, რაც შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, ნებისმიერი აკრძალვების ჩათვლით.

ნებისმიერი იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტზე მოყვანილი ინფორმაცია გამეორებული იყოს ჭურჭელზე იმავე ფორმით, თუ სხვაგვარად, ისეთნაირად, როგორც ეს შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს.

არაფერი ამ შეთანხმებაში არ უშლის ხელს მხარეს, მიიღოს ზომები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შესაბამისობაშია WTO-ს შეთანხმების დებულებებთან.

არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ენოლოგიური პრაქტიკის გამჟღავნება ეტიკეტზ