თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ ერთიანი მხედველობის არეზე. თუ საერთო სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილია ნებისმიერ ერთიანი მხედველობის არეზე, ასეთ შემთხვევაში იმპორტიორი მხარის მოთხოვნები საერთო სავალდებულო ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, მე-8 და 11.13 მუხლების შესაბამისად, შესრულებულად ითვლება.
თითოეული იმპორტიორი მხარე აღიარებს საერთო სავალდებულო ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია ერთიანი მხედველობის არის ფარგლებს გარეთ, იმ პირობით, რომ დაცულია მისი კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნებ