თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ წარმომავლობის ქვეყანასთან და პროდუქტის სახელწოდებასთან დაკავშირებული საერთო სავალდებულო ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 1,6 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 187-მილილიტრიანი ან ნაკლები მოცულობის ჭურჭლებისათვის, და 2 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება ჭურჭლებისათვის, რომელთა მოცულობაც 187 მილილიტრს აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალურ შემცველობასთან დაკავშირებული საერთო სავალდებულო ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც არ იქნება 2 მილიმეტრზე ნაკლები, ან 3 მილიმეტრზე მეტი, რა შემთხვევშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსთან დაკავშირებული ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 3,3 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 750-მილილიტრიანი ღვინის ბოთლისთვის, რომლის სიმაღლეც 360 მილიმეტრს არ აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
მე-15 მუხლის შესაბამისად მიწოდებული ინფორაციის გარდა, თითოეული მხარე მიაწვდის დეპოზიტარს ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწრილი იქნება ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან მიმართებაში შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები. დეპოზიტარი ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG–ს (ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის) ვებგვერდზ