1. გაერთიანების მიერ ნივთიერების ან ნივთიერებების სანქცირება ხორციელდება კონკრეტული ზომების მიღების გზით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შეფასებული ნივთიერების ან ნივთიერებების სანქცირებისთვის კომისია ამზადებს მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ზომების პროექტს, და განსაზღვრავს ან ცვლის მათი ან მათი გამოყენების პირობებს.
2. კონკრეტული ზომების პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სააგენტოს დასკვნას, გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამის დებულებებს და განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ სხვა ლეგიტიმურ ფაქტორებს. თუ კონკრეტული ზომების პროექტი არ შეესაბამება სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნას, კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ახსნა-განმარტებები განსხვავებებთან დაკავშირებით. თუ კომისია არ აპირებს კონკრეტული ზომების პროექტის მომზადებას სააგენტოს მიერ სანქცირების შესახებ დასკვნის მომზადების შემდეგ, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ და უნდა წარუდგინოს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.
3. გაერთიანების მიერ სანქცირება პირველი აბზაცით გათვალისწინებული კონკრეტული ზომების სახით მიღებულ უნდა იქნეს 23(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად.
4. წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად ნივთიერების სანქცირების შემდეგ ნებისმიერი საქმიანობის სუბიექტი, რომელიც იყენებს სანქცირებულ ნივთიერებას ან სანქცირებული ნივთიერების შემცველ მასალებს ან საგნებს, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სანქცირებასთან დაკავშირებულ ყველა პირობასა თუ შეზღუდვას.
5. განმცხადებელმა ან საქმიანობის სუბიექტმა, რომელიც იყენებს სანქცირებულ ნივთიერებას ან სანქცირებული ნივთიერების შემცველ მასალებს ან საგნებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერი ახალი სამეცნიერო ან ტექნიკური ინფორმაციის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სანქცირებული ნივთიერების უვნებლობის შეფასებაზე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია გადახედოს შეფასებას.
6. სანქცირება გავლენას არ მოახდენს რომელიმე საქმიანობის სუბიექტის ზოგად სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე სანქცირებულ ნივთიერებასთან ან სანქცირებული ნივთიერების შემცველ მასალებთან ან საგნებთან, ან ასეთ მასალებთან ან საგნებთან შეხებაში მყოფ სურსათთან დაკავშირები