1. დანართში I ჩამოთვლილი მასალებისა და საგნების ჯგუფებთან და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მასალებისა და საგნების ერთობლიობასთან ან ასეთი საგნებისა და მასალების წარმოების დროს გამოყენებულ გადამუშავებულ მასალებთან და საგნებთან დაკავშირებით, შესაძლებელია კომისიის მიერ მიღებულ ან შესწორებულ იქნეს კონკრეტული ზომები. აღნიშნული კონკრეტული ზომები შესაძლოა მოიცავდეს:
(a) ნივთიერებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია მასალებისა და საგნების წარმოებისას;
(b) ნებადართული ნივთიერებების ჩამონათვალს, რომლებიც შერეულია სურსათთან შეხებაში მყოფ აქტიურ ან ისეთ მასალებთან და საგნებთან, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, ან აქტიური ან იმ მასალებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ნივთიერებების და/ან იმ მასალებისა და საგნების გამოყენების სპეციალურ პირობებს, რომელშიც ისინი არის შერეული;
(c) (a) ქვეპუნქტში მითითებულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სიწმინდის სტანდარტებს;
(d) (a) ქვეპუნქტში მითითებული ნივთიერებების და/ან იმ საგნებისა და მასალების, რომელშიც ისინი გამოიყენება, გამოყენებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს;
(e) კონკრეტულ შეზღუდვებს გარკვეული შემადგენელი ნაწილების ან მათი ჯგუფების სურსათში ან სურსათზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამ შემადგენელ ნაწილებთან სხვა შესაძლო შეხების წყაროთა გათვალისწინებით;
(f) ზოგად შეზღუდვას შემადგენელი ნაწილების სურსათში ან სურსათზე გადასვლასთან დაკავშირებით;
(g) სამართლის ნორმებს, რომელთა მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომლებიც წარმოიშობა მასალების და საგნების პირთან შეხებისას;
(h) სხვა წესებს, რომლებიც უზრუნველყოფს მე-3 და მე-4 მუხლებთან შესაბამისობას;
(i) ძირითად წესებს (a)-(h) ქვეპუნქტებთან შესაბამისობის შესამოწმებლად;
(j) ნიმუშების შეგროვებასთან დაკავშირებულ წესებსა და ანალიზის მეთოდებს (a)-(h) ქვეპუნქტებთან შესაბამისობის შემოწმების უზრუნველსაყოფად;
(k) კონკრეტულ სამართლის ნორმებს მასალებისა და საგნების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ჩანაწერების შენახვის ვადის შესახებ ან სამართლის ნორმებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს მე-17 მუხლის მოთხოვნებიდან გადახვევას;
(l) ეტიკეტირების დამატებით სამართლის ნორმებს აქტიური და იმ მასალებისა და საგნებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს;
(m) სამართლის ნორმებს, რომელთა საფუძველზეც კომისიას მოეთხოვება შექმნას და აწარმოოს ნებადართული ნივთიერებების, პროცესების ან საგნებისა და მასალების საჯაროდ ხელმისაწვდომი გაერთიანების რეესტრი (შემდგომში „რეესტრი“);
(n) სპეციალურ პროცედურულ წესებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, არეგულირებენ მე-8-12 მუხლებში მითითებულ პროცედურას ან შესაბამისობაში მოჰყავთ აღნიშნული პროცედურა კონკრეტული მასალებისა და საგნების და/ან მათი წარმოების დროს გამოყენებული პროცესების სანქცირებისთვის, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ნივთიერების, პროცესის ან მასალისა და საგნების ინდივიდუალურ სანქცირებასთან დაკავშირებულ პროცედურას განმცხადებლის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. მასალებთან და საგნებთან დაკავშირებით არსებულ კონკრეტულ დირექტივებში შესწორებები უნდა შევიდეს 23(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა