1. მასალების და საგნების, მათ შორის აქტიური და იმ მასალებისა და საგნების, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის ვარგისიანობის მონიტორინგს, წარმოება უნდა მოხდეს კარგი წარმოების პრაქტიკის შესაბამისად იმგვარად, რომ მათი მოხმარების ნორმალურ და გათვალისწინებულ პირობებში არ მოხდეს მათი შემადგენელი ნაწილების გადატანა სურსათში იმ ოდენობით, რომ:
(a) საფრთე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას; ან
(b) გამოიწვიოს არასასურველი ცვლილება სურსათის შემადგენლობაში; ან
(c) გამოიწვიოს მათი ორგანოლეპტური მახასიათებლების გაუარესება.
2. მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მასალების და საგნების ეტიკეტირებამ, რეკლამირებამ და წარდგენა