წინამდებარე რეგულაციის თანახმად მიღებული ნებისმიერი აქტი ან სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუხორციელებლობა, შესაძლოა გადაიხედოს კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით ან წევრი სახელმწიფოს ან უშუალოდ დაინტერესებული პირის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

ამ მიზნით, მოთხოვნა უნდა წარედგინოს კომისიას ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი გახდა განსახილველი ქმედების ან უმოქმედობის შესახებ.

კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორი თვის ვადაში, რაც საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს სააგენტოს მხრიდან მისი ქმედების გაუქმებას ან უმოქმედობის გამოსწორება